ავღანური მწევარი

ჟიშის აღწერ

  • წარმოშობის ქვეყანა: ავღანეთი
  • კლასიფიკაცია:  ჯგუფი 10 – მწევრები; კლასი 1 – გრძელბეწვიანი.
  • გაწვრთნა: ამ ჯიშის გაწვრთნა და დაგეშვა საჭიროებს გარკვეულ ცოდნას და  მოთმინებას, ერთ ერთი ყველაზე რთულად გასაწრთვნელი ჯიშია.
  • შეფერილობა:  ცნობილია ორფერიანი შავი ლაქებით  თეთრში ხოლო ზოგ შემთხვევაში შავი შეფერილობა მასკის სახით ღიავდება ზურგის მხრიდან მუცლისკენ,  გვხვდება მოყვითალო შავთეთრიც.
  • ზომები:  სიმაღლე მინდაოში 65-75 სანტიმეტრი ხოლო წონა შეადგენს საშუალოდ 23-28 კილოგრამს.
  • გარეგნობა: დიდი ზომის მონადირე ძაღლია გრაციოზული მოყვანილობის ფორმებით და არისტოკრატული ხასიათით, კარგად განვითარებული მუსკულატურით , აქვს გრძელი  და ხშირი ბეწვი.
  • ფიზიკური დატვირთვა: საჭიროებს დიდხანს სეირნობას, სეირნობის დროს კარგი იქნება თუ ახლოს გექნებათ წყალი იმიტომ რომგრძელი ბეწვის ქვეშ ორგანიზმი მალე ხურდება, კარგად იტანს სიცხეს და სიცივეს.
  • ხასიათი:  გამოირჩევა არისტოკრატიული ხასიათით. ერთგულია პატრონის მიმართ. ადვილად ეგუება ბავშვებს არ იჩენს აგრესიას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ ამ ჯიშს ახასიათებს თავნებობა.
  • შენახვა:  ოთახის პირობებში ამ ჯიშის შენახვა გამორიცხულია,  საჭიროებს თავისუფალ სივრცეს და ფიზიკურ დატვირთვას.
  • დაავადებები:  ჯანმრთელობის მიმართ  არ აქვს  მიდრეკილება დაავადებებისკენ, არასწორი მოვლის პირობებში ვითარდება მენჯ ბარძაყის დისპლაზია ასევე შეიძლება აიღნიშნოს გარკვეული პრობლემები მხედველობის მიმათ.
  • კვება:  კვების მხრივ არ აქვთ არანაირი პრობლემები
  • ცხოვრების ხანგრძლივობა: 9-12 წელი.