გარდაბანსა და მარნეულში გიურზამ ორი მამაკაცი დაკბინა

გარ­და­ბან­სა და მარ­ნე­ულ­ში შხა­მი­ა­ნი ქვე­წარ­მავ­ლის მიერ ორი ადა­მი­ა­ნის დაკ­ბე­ნის ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და. პა­ცი­ენ­ტებს შე­სა­ბა­მი­სი აცრა რუს­თა­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ან­ტი­რა­ბი­ულ კა­ბი­ნეტ­ში ჩა­უ­ტარ­დათ.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს” რუს­თა­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა და­ვით ბე­გაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, მა­მა­კა­ცებს გი­ურ­ზის ნაკ­ბე­ნი კი­დუ­რებ­ზე ჰქონ­დათ, ან­ტი­გი­ურ­ზი­ნის ვაქ­ცი­ნით აცრა ჩა­უ­ტარ­დათ და მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში გვე­ლის მიერ დაკ­ბე­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ კლი­ნი­კას ძი­რი­თა­დად მარ­ნე­უ­ლი­დან ან გარ­დაბ­ნი­დან აკი­თხა­ვენ.