დრათჰაარი

ჟიშის აღწერ

  • წარმოშობის ქვეყანა: გერმანია.
  • კლასიფიკაცია:  ჯგუფი 7; კონტინენტალური მეძებრები, კლასი მეძებრები.
  • გაწვრთნა:  საჭიროებს პროფესიონალურ გაწვრთნასა და დაგეშვას, ძალიან ჭკვიანი ენერგიული ძაღლია მაგრამ აქვთ ძალიან ჯიუტი ხასიათი ნადირობის წინ კარგი იქნება საველე წვრთნების გავლა.
  • შეფერილობა:  შეფერილობა შეიძლება იყოს მოყავისფრო თეთრში, უმეტესად ყავისფერი შედარებით ღია ლაქებით.  უპირატესობა ეძლევა წვრილ ლაქებს.
  • ზომები:  სიმაღლე მინდაოში 60-67 სანტიმეტრი ხოლო წონა შეადგენს საშუალოდ 27-32 კილოგრამს.
  • გარეგნობა: დიდი ზომის მონადირე ძაღლია კარგად განვითარებული მუსკულატურით გარეგნულად დახვეწილი გარმონიული ფიგურა,  ჩამოშვებული ყურებით აქვს უხეში ბეწვი, დამახასიათებელი თვისებაა გრძელი წვერები ბა წარბები.
  • ფიზიკური დატვირთვა:  შეუძლია დიდხანს სირბილი, კარგ შედეგებს იძლევა სპორტულ შეჯიბრებებში.
  • ხასიათი:  გამოირჩევა დაჟინებული ხასიათით, ენერგიული და ამტანი ძაღლია ძალიან ერთგულია პატრონის მიმართ. ახასიათებს ინტელექტუალური საქციელი, კარგად გრძნობს თავს ოჯახში პატარების მიმართ არის თბილი და ალერსიანი.
  • შენახვა: ეს ძაღლი არ არის ოთახის პირობებისთვის, კარგად იტანს სხვადასხვა კლიმატურ პირობებს, საჭიროებს თავისუფალ სივრცეს და ფიზიკურ დატვირთვას.
  • დაავადებები:  ჯანმრთელობის მიმართ  აქვს გამოხატული მიდრეკილება მენჯ ბარძაყის დისპლაზიისადმი, ასევე ყურების ინფექციისკენ. სწორი ვარჯიშისა და ფიზიკური დატვირთვის პირობებში იგი თითქმის არ ავადმყოფობს.
  • კვება:  კვების მხრივ არ აქვს რაიმე პრობლემა, ჭამს ყველანაირ საკვებს, აქვს მიდრეკილება სიმსუქნისკენ ამიტომ საჭიროებს ფიზიკურ დატვირთვას.
  • ცხოვრების ხანგრძლივობა: საშუალოდ 12-14 წელი.