ვეიმარანერი

ჟიშის აღწერ

  • წარმოშობის ქვეყანა: გერმანია.
  • კლასიფიკაცია:  ჯგუფი 7; მეძებარი, კლასი 1კონტინენტალური მეძებრები.
  • გაწვრთნა:  საჭიროებს პროფესიონალურ გაწვრთნასა და დაგეშვას, ძალიან ჭკვიანი ენერგიული და გამგონი, ყოველთვის ცდილობს შეასრულოს პატრონის მითითებები.
  • შეფერილობა:  შეფერილობა მოვერცხლისფრო სერი.  უმეტეს შემთხვევაში თავი და ყურები შედარებით თეთრია ვიდრე დანარჩენი სხეული.
  • ზომები:  სიმაღლე მინდაოში 59-70 სანტიმეტრი ხოლო წონა შეადგენს საშუალოდ 30-40 კილოგრამს.
  • გარეგნობა: დიდი ზომის მონადირე ძაღლია კარგად განვითარებული მუსკულატურით გარეგნულად დახვეწილი გარმონიული ფიგურა,  არის უნივერსალური ძაღლი ფრინველზე სანადიროდ, მას თავისი შეფერილობის გამო ასევე ეძახიან ვერცხლისფერ მოჩვენებას.
  • ფიზიკური დატვირთვა:  შეუძლია დიდხანს სირბილი, კარგ შედეგებს იძლევა სპორტულ შეჯიბრებებში.
  • ხასიათი:  გამოირჩევა მხიარული ხასიათით. ძალიან ერთგულია პატრონის მიმართ, ცოტათი ჯიუტია.
  • შენახვა: შესაძლებელია ოთახის პირობებში შენახვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხშირად მოახერხებთ გასეირნებას, საჭიროებს თავისუფალ სივრცეს და ფიზიკურ დატვირთვას.
  • დაავადებები:  ჯანმრთელობის მიმართ არ აქვს განსაკუთრებულად გამოხატული რაიმე დაავადებისკენ მიდრეკილება მაგრამ არის ხშირი შემთხვევები მენჯ ბარძაყის დისპლაზიი განვითარების მხრივ.
  • კვება:  კვების მხრივ არ აქვს რაიმე პრობლემა, ჭამს ყველანაირ საკვებს, აქვს მიდრეკილება სიმსუქნისკენ ამიტომ საჭიროებს ფიზიკურ დატვირთვას.
  • ცხოვრების ხანგრძლივობა: 10-15 წელი