ირლანდიური წყლის სპანიელი

ჟიშის აღწერ

  • წარმოშობის ქვეყანა: ირლანდია.
  • კლასიფიკაცია:  ჯგუფი 8; რეტრივერები, ფრინველის ძაღლები, კლასი 1 წყლის ძაღლები.
  • გაწვრთნა:  საჭიროებს პროფესიონალურ გაწვრთნასა და დაგეშვას, ძალიან ჭკვიანი ენერგიული და გამგონი, ყოველთვის ცდილობს შეასრულოს პატრონის მითითებები, მაგრამ ხანდახან ახასიათებთ ურჩი საქციელი , ამიტომ საჭიროა პატარაობიდანვე მივაჩვიოთ ბრძანებების შესრულება.
  • შეფერილობა:  შეფერილობა ყავისფერი.  ამ ჯიშის ძაღლებს ახასიათებთ ბარხატისებური ბზინვარე ბეწვი..
  • ზომები:  სიმაღლე მინდაოში 53-61 სანტიმეტრი ხოლო წონა შეადგენს საშუალოდ 20-30 კილოგრამს.
  • გარეგნობა: საშუალო ზომის მონადირე ძაღლია კარგად განვითარებული მუსკულატურით გარეგნულად დახვეწილი გარმონიული ფიგურა,  გამოირჩევა განსაკუთრებული სიარულის მანერით ვიდრე სხვა სპანიელები.
  • ფიზიკური დატვირთვა:  შეუძლია დიდხანს სირბილი თითქმის მარათონური 10-15 საათი, კარგ შედეგებს იძლევა სპორტულ შეჯიბრებებში.
  • ხასიათი:  გამოირჩევა მხიარული ხასიათით. ძალიან ერთგულია პატრონის მიმართ, განსაკუთრებულად შეიძლება ჩაითვალოს ზედმეტი ყურადღების გამოჩენა.
  • შენახვა: არ არის რეკომენდირებული ოთახის პირობებში შენახვა, საჭიროებს თავისუფალ სივრცეს და ფიზიკურ დატვირთვას.
  • დაავადებები:  ჯანმრთელობის მიმართ არ აქვს განსაკუთრებულად გამოხატული რაიმე დაავადებისკენ მიდრეკილება მაგრამ არის ხშირი შემთხვევები მენჯ ბარძაყის დისპლაზიი განვითარების მხრივ.
  • კვება:  კვების მხრივ არ აქვს რაიმე პრობლემა, ჭამს ყველანაირ საკვებს, აქვს მიდრეკილება სიმსუქნისკენ ამიტომ საჭიროებს ფიზიკურ დატვირთვას.
  • ცხოვრების ხანგრძლივობა: 12-15 წელი