კარელო-ფინური ლაიკა

ჟიშის აღწერ

  • წარმოშობის ქვეყანა: ფინეთი.
  • კლასიფიკაცია:  ჯგუფი 5 – ჩრდილოეთის სამარხილე ძაღლები; კლასი 2 – ჩრდილოეთის მონადირე ძაღლები.
  • გაწვრთნა:  საჭიროებს პროფესიონალურ გაწვრთნასა და დაგეშვას, ძალიან ჭკვიანი და ამავე დროს ტალანტიანი ჯიშია, ამ ჯიშის გაწრთნა უფრო ეფექტურია თბილი მომთმენი გზით ვიდრე მკაცრად, ყოველთვის ცდილობს შეასრულოს პატრონის მითითებები.
  • შეფერილობა:  შეფერილობა ღია რიჟა,  მთლიანად რიჟა.
  • ზომები:  სიმაღლე მინდაოში 38-53 სანტიმეტრი ხოლო წონა შეადგენს საშუალოდ 12-16 კილოგრამს.
  • გარეგნობა: საშუალო ზომის მონადირე ძაღლია კარგად განვითარებული მუსკულატურით გარეგნულად დახვეწილი გარმონიული ფიგურა.
  • ფიზიკური დატვირთვა:  შეუძლია დიდხანს სირბილი, აუცილებელია გამონახოთ დრო ყოველდრიური სეირნობისთვის რათა დახარჯოს ენერგია, წარმატებით გამოიყენება ბეწვეულზე სანადიროდ.  კარგ შედეგებს იძლევა სპორტულ შეჯიბრებებში.
  • ხასიათი:  გამოირჩევა მხიარული ხასიათით. ძალიან ერთგულია პატრონის მიმართ, აქვს დამოუკიდებელი და ჯიუტი ხასიათი, სეირნობის დროს არ დაგავიწყდეთ ყურადღების მიქცევა რადგან მასში არსებული მონადირის ინსტიქტი აფანტინებს ყურადღებას და ხდება გაუგონარი, ამიტომ საჭიროა პატარაობიდანვე მიაჩვიოთ გაგონებას.
  • შენახვა: მშვენივრად ეგუება ოთახის პირობებში შენახვას, მაგრამ ამავე დროს  საჭიროებს თავისუფალ სივრცეს და ფიზიკურ დატვირთვას.
  • დაავადებები:  ჯანმრთელობის მიმართ  არის ხშირი შემთხვევები დაბადებიდან თანდაყოლილი სიყრუე,  ასევე მიდრეკილება აქვს თვალის დაავადებისკენ.
  • კვება:  კვების მხრივ არ აქვს რაიმე პრობლემა, ჭამს ყველანაირ საკვებს, აქვს მიდრეკილება სიმსუქნისკენ ამიტომ საჭიროებს ფიზიკურ დატვირთვას.
  • ცხოვრების ხანგრძლივობა: 12-15 წელი