კატალბურუნი (თურქული პოინტერი)

ჟიშის აღწერ

  • წარმოშობის ქვეყანა: თურქეთი.
  • კლასიფიკაცია:  ჯგუფი 7; მეძებრები,  კლასი 2, კონტინენტალური ჯიშის მეძებარი.
  • გაწვრთნა:  საჭიროებს პროფესიონალურ გაწვრთნასა და დაგეშვას, ძალიან ჭკვიანი ენერგიული და გამგონი, განსაკუთრებულ თვისებად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ შეუძლია ძალიან დიდ ხანს გაუნძრევლად დგომა, თურქეთში ეს ჯიში ძირითადად გამოიყენება კაკაბზე სანადიროდ.  ყოველთვის ცდილობს შეასრულოს პატრონის მითითებები.
  • შეფერილობა:  შეფერილობა თეთრი ყავისფერი ხალებით.
  • ზომები:  სიმაღლე მინდაოში 56-66 სანტიმეტრი ხოლო წონა შეადგენს საშუალოდ 25-32 კილოგრამს.
  • გარეგნობა: საშუალო ზომის მონადირე ძაღლია კარგად განვითარებული მუსკულატურით გარეგნულად დახვეწილი გარმონიული ფიგურა. განსაკუთრებულად უნდა ავღნიშნოთ ორად გაყოფილი ცხვირი.
  • ფიზიკური დატვირთვა:  შეუძლია დიდხანს სირბილი, აუცილებელია გამონახოთ დრო ყოველდრიური სეირნობისთვის რათა დახარჯოს ენერგია, კარგ შედეგებს იძლევა სპორტულ შეჯიბრებებში.
  • ხასიათი:  ძალიან ერთგულია პატრონის მიმართ, გამოირჩევა კარგად გამოხატული ინტელექტით.
  • შენახვა: მშვენივრად ეგუება ოთახის პირობებში შენახვას, მაგრამ ამავე დროს  საჭიროებს თავისუფალ სივრცეს და ფიზიკურ დატვირთვას.
  • დაავადებები:  ჯანმრთელობის მიმართ  არ ახასიათებს რაიმე გადახრა, ზოგადად ჯანმრთელი ჯიშია.
  • კვება:  კვების მხრივ არ აქვს რაიმე პრობლემა, ჭამს ყველანაირ საკვებს, აქვს მიდრეკილება სიმსუქნისკენ ამიტომ საჭიროებს ფიზიკურ დატვირთვას.
  • ცხოვრების ხანგრძლივობა: 12-15 წელი