ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოს იხსნება.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია იცოდეთ:

ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _ ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევევ უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არასაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ.

 

2018-2019 წლების ნადირობის სეზონისთვის ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით შემდეგია:

 

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენიფრინველების სახეობების ჩამონათვალინადირობის ვადები და დღიური ლიმიტებინადირობის ადგილების მიხედვით

 

ლათინურიდასახელება ქართულიდასახელება   ვადები გადამფრენფრინველებზენადირობისდღიურილიმიტები
 

სახეობებირომლებზეც ნადირობა ნებადართულიასამონადირეო მეურნეობების გარეთ

 

წყალმცურავი ფრინველებირომლებზეც ნადირობამითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულიასაქართველოს ტერიტორიაზეგარდა ახალქალაქისნინოწმინდისწალკის და დმანისის მუნიციპალიტეტებისტერიტორიებისა

 

1

 

Anser anser

 

რუხი ბატი

 

01.11 – 01.03

 

5 ცალი

2 Anas strepera რუხი იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი
3 Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 01.11 – 01.03 5 ცალი
4 Anas platyrhynchos გარეული იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი
5 Anas querquedula იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 01.11 – 01.03 3 ცალი
6 Anas clypeata ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი
7 Fulica atra მელოტა 01.11 – 01.03 6 ცალი
8 Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი
9 Anas penelope თეთრშუბლა იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი
10 Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი
11 Aythya ferina წითელთავა ყვინთია 01.11 – 01.03 3 ცალი
12 Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 01.11 – 01.03 5 ცალი
 

წყალმცურავი ფრინველებირომლებზეც ნადირობამითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებითნებადართულიამხოლოდ ახალქალაქისნინოწმინდისწალკის და დმანისისმუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე

 

1

 

Anser anser

 

რუხი ბატი

 

10.09 – 31.12

 

3 ცალი

2 Anas strepera რუხი იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი
3 Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 10.09 – 31.12 3 ცალი
4 Anas platyrhynchos გარეული იხვი 10.09 – 31.12 5 ცალი
5 Anas querquedula იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 10.09 – 31.12 2 ცალი
6 Anas clypeata ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი
7
Fulica atra
მელოტა 10.09 – 31.12 5 ცალი
8 Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი
9 Anas penelope თეთრშუბლა იხვი 10.09 – 31.12 3 ცალი
10 Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 10.09 – 31.12 3 ცალი
11 Aythya ferina წითელთავა ყვინთია 10.09 – 31.12 2 ცალი
12 Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 10.09 – 31.12 3 ცალი
 

სხვა ფრინველები

 

1

 

Scolopax rusticola

 

ტყის ქათამი

 

15.10 – 01.03

 

ცალი

 

 

2 Gallinago gallinago ჩიბუხა აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე           5 ცალი
3 Coturnix coturnix მწყერი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე         20 ცალი
4 Columba palumbus ქედანი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე        10 ცალი
5 Columba livia გარეული მტრედი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15   თებერვლამდე         10 ცალი
6 Columba oenas გულიო (გვიძინი) აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე         10 ცალი
7 Streptopelia turtur ჩვეულებრივი გვრიტი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე         10 ცალი
8 Crex crex ღალღა აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15   თებერვლამდე         5 ცალი
9 Lymnocryptes minimus ჩიბუხელა (გარშნეპი) აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

 

 

          5 ცალი

სიახლე 2018-2019 წლების სანადირო სეზონისთვის!

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფრინველებზე: ჩიბუხა, მწყერი, ქედანი, გარეული მტრედი, გულიო (გვიძინი), ჩვეულებრივი გვრიტი, ღალღა და ჩიბუხელა (გარშნეპი) ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე  ზემოთ მოცემული იგივე დღიური ლიმიტებით ნადირობა ნებადართულია 2018 წლის 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე!

 

ნადირობა აკრძალულია:

სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

 

ნადირობის აკრძალული მეთოდები:

მცენარეული საფარის დაწვა;

გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;

ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;

ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;

ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;

სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.