სოფელ ბაკურციხეში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

სამართალდამცველებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით გააჩერეს ავტომანქანა, რომელსაც ხაშურში მცხოვრები პირი მართავდა. ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, მანქანიდან 10 კილოგრამი თევზი, გასაბერი ნავი და ელექტროშოკის აპარატი ამოიღეს. მიმდინარეობს გამოძიება.