ბუღდაშენის ტბა — ტბა საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ფარავნის აუზში. მდებარეობს ზღვის დონიდან 2040 მ. ზედაპირის ფართობი 0,39 კმ², აუზის ფართობი 69,3 კმ², მაქსიმალური სიღრმე 0,85 მ, მოცულობა 164 600 მ³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. მაქსიმალური დონე აქვს გაზაფხულზე, მინიმალური შემოდგომაზე. ბუღდაშენის ტბიდან გამოედინება მდინარე ბუღდაშენი (მდინარე ფარავნის მარცხენა შენაკადი). ტბის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია წლის მცენარეულობით. ტბაში არის კალმახი და სხვა თევზი. ზაფხულობით ბევრია მცურავი ფრინველი. შედის ბუღდაშენის ტბის აღკვეთილის ფარგლებში.