გაგიდა — ტბა საქართველოში, გალის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის ნაპირზე. ტბის სარკის ფართობი 0,03 კმ², უდიდესი სიღრმე 2 მ, აუზის ფართობი 3,2 კმ². საზრდოობს წვიმის წყლით. ერთვის სამი პატარა ნაკადი. ნაპირები ლელქაშიანია. მდიდარია თევზით (კობრი, ლოქო და სხვა).