გონიოს ტბა — ტბა დასავლეთ საქართველოში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. გონიოსთან. ტბის ქვაბული მოქცეულია ზღვის სანაპირო დიუნებს შორის, ზ. დ. 0,5 მ-ზე. წაგრძელებულია ჩრდ-იდან სამხრ-კენ. ზედაპირის ფართ. 0,06 კმ² , მაქს. სიღრმე 1,3 მ , წყლის მოცულობა 5,4 ათ. მ³. უმთავრესად საზრდოობს წვიმის წყლით. მინ. დონე ზაფხულში აქვს, მაქსიმუმს — შემოდგომაზე.