გრძელი ტბა, ხალახელი — მყინვარული ტბა საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის თხემზე, ზღვის დონიდან 2784 მ სიმაღლეზე. წყლის ზედაპირის ფართობი 0,17 კმ², უდიდესი სიღრმე 11,9 მ, მოცულობა 1,1 მლნ. მ³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა.