დევის ტბა — კარსტული ტბა საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთის ძირში ზღვის დონიდან 1370 მ სიმაღლეზე. უჭირავს ორი კარსტული ძაბრი. ზედაპირის ფართობი 0,018 კმ², უდიდესი სიღრმე 10,7 მ, მოცულობა 72 ათ. მ³. წყალი გადის მიწისქვეშა გზით.