დერიკვარააძიში — მყინვარული წარმოშობის ტბა საქართველოში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კოდორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2548 მ. ტბის ზედაპირის ფართობი 0,08 კმ², უდიდესი სიღრმე 22 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით, გამდინარეა.