დიდი ბებესირი — ტბა საქართველოში, გალის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ოქუმის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 15,9 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,61 კმ², აუზის ფართობი 17,5 კმ², უდიდესი სიღრმე 4,5 მ. წარმოიშვა სანაპირო დიუნებით მდინარეების შეგუბების შედეგად. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეულობით. მდიდარია თევზით.