ზრესკის ტბა — ტბა საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, ზღვის დონიდან 1720 მ. წყლის სარკის ფართობი 1,77 კმ², აუზის ფართობი 48,4 კმ², უდიდესი სიღრმე 1 მ, საშუალო სიღრმე 0,6 მ. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. მაქსიმალური დონე აპრილ-მაისშია, მინიმალური — იანვარ-თებერვალში. ტბასთან არხით შეერთებულია მდინარე მურჯახეთისწყალი. იყენებენ სარწყავად.