იმნათის ტბა — ტბა საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 0,6 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,06 კმ², აუზის ფართობი 0,48 კმ², უდიდესი სიღრმე 2 მ. წყალი მტკნარია, საზრდოობს წვიმის წყლით. ტბაში იცის ლოქო, წვერა, ქორჭილა და სხვა თევზი. ტბასთან ახლოს მდებარეობს იმნათის ტორფის საბადო.