ინკითი — რელიქტური ტბა საქართველოში, აფხაზეთში, გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს ბიჭვინთის კონცხზე, ზღვის დონიდან 1 მ, სარკის ფართობი 0,4 კმ², უდიდესი სიღრმე 3,2 მ, წყლის მოცულობა 810 ათ. მ³. ადრე ტბიდან ნაკადული გაედინებოდა, წყალი მტკნარი იყო. ამჟამად ტბის დონის ხელოვნურად დაწევის გამო, ტბაში ზღვის წყალმა იწყო შეჟონვა და წყლის მარილიანობა 5 გრ/ლ-მდე გაიზარდა. ინკითში 10 სახეობის თევზია. თევზის რეწვა პერიოდულია.