ლამაზი ტბა — მყინვარული წარმოშობის ტბა საქართველოში, ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამსრის ქედზე. წყლის სარკის ფართობი 0,11 კმ², აუზის ფართობი 1,48 კმ². უდიდესი სიღრმე 16,5 მ, მოცულობა 1,25 მლნ. მ³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გაუდინარია, მაღალი დონე აქვს ზაფხულში, დაბალი — ზამთარში. წყალი სუსტად მინერალიზებულია, სუფთა და გამჭვირვალე.