ლევანის ტბა — გაუდინარი მყინვარული ტბა საქართველოში, ჯავახეთში, სამსრის ქედზე. წყლის სარკის ფართობი 0,06 კმ², აუზის ფართობი 1,38 კმ², უდიდესი სიღრმე 2,8 მ. მოცულობა 0,12 მლნ. მ³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწიწსქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს ზაფხულზე, დაბალი — ზამთარში. წყალი სუსტად მინერალიზებული, სუფთა და გამჭვირვალეა.