მარაბდის ტბა (წყალსაცავი) ― ტბა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის ვაკეზე, სოფელ ძველი მარაბდის მახლობლად. წყლის საერთო მოცულობა 1,2 მლნ. მ³, წყლის ზედაპირის ფართობი (ნორმალური შეტბორვის დონეზე) 0,23 კმ². იყენებენ საირიგაციოდ. ტბაში ბინადრობს კარჩხანი, თეთრი ამური, მურწა, ნაფოტა, თეთრულა.