მზი — ტბა საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, აცეტუკის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2053 მ. სარკის ფართობი 0,044 კმ², აუზის ფართობი 0,8 კმ², უდიდესი სიღრმე 11,5 მ. წყლის მოცულობა 225100 მ³. ქვაბული წარმოადგენს მყინვარულ კარს. საზრდოობს წყლით. ტბიდან გადის მდინარე მზიმნა (ავადჰარის მარჯვენა შენაკადი). მაღალი დონე აქვს გაზაფხულ-ზაფხულში, დაბალი — ზამთარში. წყალი სუსტად მინერალიზებულია. ტბაში ცხოვრობს კალმახი.