მრუდე ტბა — ტბა საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სამსრის ქედზე, ზღვის დონიდან 2545 მ. სარკის ფართობი 0,26 კმ², უდიდესი სიღრმე 6,9 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს მაის-ივნისში, დაბალი ზამთარში. გამდინარეა მიწისქვეშა გზით. ნოემბრიდან მაისამდე ტბა ყინულით იფარება. წყალი სუსტად მინერალიზებული, სუფთა და სასმელად ვარგისია.