მწვანე ტბა — ტბა საქართველოში, ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2058 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,05 კმ². უდიდესი სიღრმე 19,4 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გაედინება მიწისქვეშა გზით. წყლის დონე გაზაფხულზე მაღალია, ზამთარში დაბალი. სუსტად მინერალიზებული, სუფთა, გამჭვირვალე და სასმელად ვარგისია. ტბაში თევზი არ არის.