ნახევარტბა, ბაშლეხელი — ტბა საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის თხემზე, ზღვის დონიდან 2713 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², უდიდესი სიღრმე 12,8 მ, საშუალო სიღრმე 6,0 მ. ტბის ქვაბული მყინვარული წარმოშობისაა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. სამხრეთ ნაპირიდან გაედინება მდინარე შრომისხევი (ალაზნის სისტემა). წყალი სუფთაა და გამჭვირვალე.