გორაფის ტბა, ყვარაშის ტბა — ტბა საქართველოში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჩხალთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2178 მ-ზე. ტბის ქვაბული წარმოადგენს მყინვარულ კარს. წყლის სარკის ფართობი 0,077 კმ², აუზის ფართობი 0,82 კმ², უდიდესი სიღრმე 15,6 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გამდინარეა. ტბაში არის კალმახი

.