იგეგმება მოსახლეობის ირიბად განიარაღება

იგეგმება მოსახლეობის ირიბად განიარაღება, საბჭოთა კავშირში გვაბრუნებენ. იმედია გამოჩნდება ორგანიზატორები და გავაპროტესტებთ აღნიშნულ ფაქტსს და არ გავატარებთ:

– “განიხილება და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები რომლიც მიხედვითაც:
• საქართველოში რეგისტრირებული ყველა იარაღი 2020 წლამდე დაექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას.
• ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ „ექსპერტები“ გადაწყვეტენ ესა თუ ის იარაღი სანადიროა თუ არა. (როგორც იცით ამჟამად ყველა გრძელულიანი იარაღი სანადირო იარაღად არის გაფორმებული)
• საუბარია AR, AK და სხვა ტიპის იარაღები თავდაცვის იარაღებად კლასიფიცირებაზე, რაც ავტომატურად მათი გადატანის და სასროლეთზე სროლის უფლებას შეზღუდავს.
• საუბარია ასევე ლულის სიგრძეების შეზღუდვაზე. გარდა ზემოხსენებული სისტემებისა, ოპტიკიანი, ან არაოპტიკიანი კარაბინები, უამრავი თანამედროვე სისტემა არასანადირო იარაღები გამოდის. 
• დაგეგმილია ზოგიერთი კალიბრის საერთოდ ამოღება სამოქალაქო ბრუნვიდან, მაგალითად 5.56*45, 5.45*39 
• უქმდება სავალდებულო გამოცდები, რაგან, თურმე ზოგიერთი გამოცდის ვერ ჩამბარებელი თანამოქალაქისთვის ნადირობა თავის რჩენის ერთადერთი საშუალება ყოფილა 
• მკაცრდება კანონი ცივი და სასროლი ცივი იარაღით ვაჭრობაზე შემოტანაზე და დამზადებაზე. (სხვათშორის მშვილდოსნობა დღემდე ოლიმპიური სპორტის სახოებაა)”
(C) საქართველოს მსროლელთა გაერთიანება

პოლიციამ გარემოს დაცვის კახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

სამართალდამცველებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის ბესიკ შუბითიძის დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული ერთი პირი, რომელიც დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მიიმალა, ცხელ კვალზე დააკავეს.
აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

წინასწარი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ბესიკ შუბითიძეს ნავში მსხდომმა უცნობმა ნიღბიანებმა ესროლეს და დაჭრეს, იყო საპასუხო ცეცხლი, რა დროსაც ერთ-ერთი ბრაკონიერი ფეხის არეში დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ცნობისთვის, შემთხვევა გურჯაანში, გუშინ, ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს მოხდა, როცა შუბითიძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

საქმეზე გამოძიება 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან თერთმეტ წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო; სპეკტრი

ქართველ კინოლოგთა წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე

ქართველი, რომელსაც მონადირე ძაღლებში პირველი საერთაშორისო ექსპერტის წოდება მიენიჭა

ქართველ კინოლოგთა წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე

• ქართველ კინოლოგთა წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე • ქართველი, რომელსაც მონადირე ძაღლებში პირველი საერთაშორისო ექსპერტის წოდება მიენიჭა #პერსონალურიბლოგი #POSTVჟურნალისტი: Sophia Katcharavaოპერატორი: Lasha Giorgobiani

Posted by POSTV on Wednesday, May 15, 2019

წყარო;
https://www.facebook.com/POSTV.Main/videos/1448476688627247/?__xts__[0]=68.ARCgJpqNqO-_uAiDQ75tt88VYivikZI9UhFE9nlT9sDeuy5nhojVTvl_SUtwq2VGFfKyRZiSvbl