ნიამორი

შინაური თხის სახეობის ქვესახეობა (Capra hircus) ღრურქიანების ოჯახიდან (Bovidae), რომელიც შინაური თხის წინაპარს წარმოადგენს. ვაცს ხმლისებურად უკან გადაზნექილი და გვერდებიდან შებრტყელებული რქები აქვ, ნეზვის რქები კი მოკლეა. შეფერილობაში ჭარბობს მოწითალო და ნაცრისფერი ტონები. გავრცელებულია საბერძნეთის არქიპელაგის ზოგიერთ კუნძულზე, მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში; საქართველოში (თუშეთში, ხევსურეთში), დაღესტანში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სამხრეთ თურქმენეთში. ბინადრობს ძნელად მისადგომ კლდოვან ფერდობებზე ზღვის დონიდან 4200 მ-მდე. ჯოგური პოლიგამიური ცხოველია. იკვებება ბალახეულობით,

სრულად…

კეთილშობილი ირემი

წყვილჩლიქოსან ცხოველთა გვარი ირმისებრთა ოჯახისა. თითო რქაზე შეიძლება 10-ზე მეტი ტოტიც ჰქონდეს. კისერზე მოკლე ფაფარი აქვს. ნუკრი ხალებიანია, მოზრდილი – ერთფერი. კუდის არეში აქვს სხვადასხვა სიდიდის „სარკე“. გავრცელებულია ევროპის, აზიის (უმთავრესად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილის), ჩრდილოეთ ამერიკის ტყეეებში. საქართველოში გვხვდება კეთილშობილი ირემი. სანადირო და სარეწაო ცხოველებია. ნახევრად მოშინაურებული ირმების ნორჩ რქებს – პანტებს იყენებენ პანტოკრინის დასამზადებლად. ნადირობა უმთავრესად აკრძალულია, აკლიმატიზებულია ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკაში და სხვა. კეთილშობილი ირემი აერთიანებს

სრულად…

არჩვი

ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიმაღლე მინდაოში 65-70 სმ, მენჯთან – 75-85 სმ. წონა 40 კგ-მე. რქები აქვთ ვაცებსაც და ნეზვებსაც. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილსა და კავკასიის მთებში, საქართველოში – კავკასიონზე, თრიალეთის, გურია-აჭარისა და ლიხის ქედებზე. ცნობილი ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური არძვი (Rupicapra rupicapra caucasica), იკვებება ბალახით, ზოგჯერ ბუჩქნარის ყლორტებითა და ნეკერით. მაკეობა 6 თვემდე გრძელდება. ჩვეულებრივ მაისში ერთ (იშვიათად ორ) თიკანს შობს. არჩვი ცხოვრობს ალპებში და გავრცელებულია საფრანგეთის სავოიიდან დალმაციამდე, ისევე 

სრულად…

ჯიხვი

დიდი ზომის თხა. მიეკუთვნება წვრილჩლიქოსნების რიგს. ცნობილია ორი სახეობა: დასავლეთკავკასიური და აღმოსავლეთკავკასიური. ცხოვრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი სხეულის სიგრძე 165 სმ-ია, სიმაღლე 109 სმ, კუდის სიგრძე 10-14სმ, წონა 80- 100კგ. ზამთრობით ტყეში იხიზნებიან. იკვებებიან მცენარეულობით. ადვიალდ შინაურდება. ჯიხვი წითელ წიგნში არის შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია. ჯიხვი ენდემური ცხოველია და ბინადრობს მხოლოდ კავკასიონზე. ამ სახეობის არეალს წარმოადგენს ხაზი ფართობით 4500 კვ.მ რუსეთ-საქართველოს საზღვრის გასწვრივ. XIX საუკუნიდან ეს, ისედაც პატარა არეალი უფრო მეტად

სრულად…

კაკაბი

კაკაბი (Alectoris graeca), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მამალი ტანად დედალზე დიდია, ფეხებზე აქვს დეზები. სიგრძე 35 სმ-მდე, განი 50-55 სმ. წონა 350-700 გრამს აღწევს. ტანის ზედა ნაწილი და მკერდი მოცისფრო-ნაცრისფერია, ყელი თეთრი შავი ზოლით. ტანის გვერდებზე აქვს ნაცრისფერი, შავი, კრემისფერი, მოწითალო-მოყავისფრო ზიგრძივი ზოლები, ფეხები წითელი. გავრცელებულია ბალკანეთის მთებიდან ჩრდილოეთ ჩინეთამდე. საქართველოში ბინადრობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარის და თრიალეთის ქედებზე, ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე – მთისწინებიდან თითქმის თოვლის ხაზამდე.

სრულად…

კავკასიური როჭო

ფრინველი როჭოსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია მთავარი კავკასიონის ქედსა და მცირე კავკასიონის ალპურ ველებზე ზღვის დონიდან 1500-3000 მ-მდე. ზამთარში ტყეს აფარებს თავს. მამალი კავკასიური როჭო შავია, კიდურა საჭის ბუმბული ქვემოთ აქვს მოხრილი. დედალი ჭრელია. ბუდეს მიწაზე იკეთებს. დებს 2-10 კვერცხს. იკვებება თესლით, კენკრით, ხილით, ნორჩი ყლორტებითა და ფოთლებით, ჭიებით, ლოკოკინებით. კავკასიური როჭო ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია და მას ყველგან იცავენ. შეტანილია საქართველოს “წითელ წიგნში”. როჭო გავრცელებულია მხოლოდ კავკასიაში და რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში, თურქეთში, მობინადრე

სრულად…

დურაჯი

ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. იწონის 400-500 გრამს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში, არაბეთის ნახევარ კუნძულზე, კუნძულ კვიპროსზე, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში. XIX საუკუნემდე დურაჯი ფართოდ იყო გავრცელებული მდინარე ივრისა და ალაზნის ხეობებში. ამჟამად რეაკლიმატიზაციის შედეგად დურაჯი მცირე რაოდენობით გვხვდება საგარეჯოს რაიონში, ივრის ნაპირებზე. ბინადრობს არხების, ტბების, მდინარის პირას ხშირ ლელქაშში, ლერწმიანსა და მაყვლიანში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მონომაგია, ქმნის მტკიცე წყვილებს. დებს 10-15 კვერცხს. კრუხობს დედალი 20 დღემდე. მართვეებზე ზრუნავს ორივე მშობელი. დაფრინავს მოკლე

სრულად…

გნოლი

ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. გნოლის ეს სახეობა ფართოდაა გავრცელებული. ძნელად გასარჩევია სხვა სახეობებისაგან – წვერიანი გნოლისაგან. მისი სხეულის საშუალო სიგრძეა 35 სმ. მამლის წონა 500 გრამს აღწევს, დედლისა – 350 გრამს. გნოლი რუხი შეფერილობისაა და შავი და ყავისფერი განივი ზოლები გასდევს. მკერდზე მორუხო, ნალისმაგვარი შავი ლაქა აქვს, თეთრ მუცელზე კი წაბლისფერი ლაქები. გავრცელებულია ევროპაში, ამიერკავკასიაში, წინა და შუა აზიაში. საქართველოში ბინადრობს, ზამთარში მომთაბარეობს. ცხოვრობს ბუჩქნარით შემოფარგლულ ველ-მინდვრებში, ყანებში და ზეგნებზე, ზღვის დონიდან 2600 მ-მდე. მონოგამური ფრინველია. იკვებება

სრულად…

ქედანი

ქედანი მტრედისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია და ამათანავე ნადირობის გამორჩეულად კარგი ობიექტი. ადვილი შესამჩნევი, განმასხვავებელი ნიშნებით მისი ყველა დანარჩენი სახეობის წარმომადგენელისაგან, როგორც ფრენისას ასევე დამჯდარ მდგომარეობაში. ფრენისას ამის საშუალება იძლევა ორივე ფრთაზე, შიდა მხარეს ფრთის წვერიდან ბოლომდე არსებული თეთრი ბუმბულის საფარი, ხოლო ჯდომისას მისთვის დამახასიათებელი თეთრი საყელოთი კისერზე. ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არცთუ ისე ადვილი საქმეა. ბინადრობს ევროპის ზომიერ განედებზე და დასავლეთ ციმბირში, ასევე ჩრდილო-დასავლეთ

სრულად…

ჩიბუხა

ჭაობის ფრინველებიდან ჩვენში ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ჩიბუხა(ბეკასი). განსაკუთრებით მრავლად გვხვდება მიმოფრენისას. ეს გრძელნისკარტა ფრინველი პირველად გაზაფხულზე გამოჩნდება ხოლმე. იგი მრავლად გვხვდება ყველანაირ ჭაობში, მდინარის თუ ტბის პირა ჭანჭრობებში. საშემოდგომო გადაფრენა ჩვენში სექტემბრის დასაწყისიდან იწყება და ორ თვეს გრძელდება.საქართველოს ზოგ ადგილებში ეს ფრინველი ატარებს ზამთარს. ჩიბუხა, როგორც აღვვიშნეთ, ბინადრობს ჭაობიან ადგილებში, ჭალებში, ბუჩქნარებში, ლერწმით დაფარულ ადგილებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, აპრილში დებს 4 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 21 დღემდე. კურხად

სრულად…