ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოს იხსნება.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია იცოდეთ:

ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

სრულად…

ჟინვალის წყალსაცავი.

ჟინვალის წყალსაცავი. ამოიღეს 6 ერთეული 100 მეტრი სიგრძის სახლართი ბადე. და ეგრედ წოდებული გოდორი ძალიან ბევრი. სამწუხაროდ მავნებელი ვერ დაიჭირეს. მადლობა გარემოს დაცვას, კიდევ გააქტიურებას ვითხოვთ, მაგრამ რაც კეთდება მისასალმებელია.

სრულად…

წალკაში, სოფელ დარაკოშვი უკანონოდ მოპოვებული 121 კგ. ხრამულა, 14.9 კგ. კალმახი და 7 კგ. წვერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

სრულად…

გარდაბანსა და მარნეულში გიურზამ ორი მამაკაცი დაკბინა

გარ­და­ბან­სა და მარ­ნე­ულ­ში შხა­მი­ა­ნი ქვე­წარ­მავ­ლის მიერ ორი ადა­მი­ა­ნის დაკ­ბე­ნის ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და. პა­ცი­ენ­ტებს შე­სა­ბა­მი­სი აცრა რუს­თა­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ან­ტი­რა­ბი­ულ კა­ბი­ნეტ­ში ჩა­უ­ტარ­დათ.

სრულად…

საერთაშორისო გამოფენა ბათუმში

1, 2 და 3 ივნისს 2018 წელს ქალაქ ბათუმში (საქართველო) ჩარარდება სამი ყველა ჯიშის ძაღლების საერთაშორისო გამოფენა, გამოფენების რანგი CAC-CACIB FCI “Iveria Star 2018”, “Batumi Star 2018” და “Golden Fleece 2018”.

სრულად…

სოფელ ბაკურციხეში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

სამართალდამცველებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით გააჩერეს ავტომანქანა, რომელსაც ხაშურში მცხოვრები პირი მართავდა. ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, მანქანიდან 10 კილოგრამი თევზი, გასაბერი ნავი და ელექტროშოკის აპარატი ამოიღეს. მიმდინარეობს გამოძიება. 

სრულად…

ბატკანი, რომელსაც ძაღლის თვისებები აქვს

ბატკანი მარლი ძაღლივით იქცევა, რაც პატრონებს ცხოვრებას ურთულებს. მარლი არ იკვებება ბალახით, ხოლო ცალკე სადგომში ცხოვრებას ბუხართან რბილ ბალიშზე ნებივრობას ამჯობინებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი იმ ლაბრადორ ჯესისთან მეგობრობაა, რომლისგანაც ძაღლის ქცევები აითვისა.

Zooclub

სრულად…

ქართველმა მეთევზეებმა ჩაქვში “ზღვის ეშმაკი” იპოვეს

ჩაქვის აკვატორიაში ქართველმა მეთევზეებმა თევზის უნიკალური სახეობა მოიპოვეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა სახეობის შესწავლა განახორციელეს და დაადგინეს, რომ თევზის აღნიშნული სახეობა მიეკუთვნება “ზღვის ეშმაკს” – (Lophius piscatorius) რომელიც, მსოფლიო ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია.

სრულად…

თართი-2018

2018 წლის 17 მარტს ჩატარდება ნაციონალური მონო გამოფენა :თართი-2018, კავკასიური ნაგაზი და ქართული მთის ძაღლი. გამოფენის ორგანიზატორი:

კავკასიური და ქართული ნაგაზების მოყვარულთა კლუბი „ბომბორა“

სრულად…