გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2017 წლის 19 აგვისტოს იწყება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია იცოდეთ:

ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სრულად…

წითელი წიგნი

 წითელი წიგნი არის იშვიათ და გადაშენების პირას მისულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების სია, მათი თანამედროვე მდგომაორების მოკლე დახასიათებით. არსებობს წითელი წიგნის საერთაშორისო, ნაციონალური და ადგილობრივი ვარიანტი.

წიგნის შექმნის იდეა მე-20 საუკუნის I ნახევარში გაჩნდა. მისი ინიციატორი იყო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი, რომელიც 1949 წელს შეუდგა ინფორმაციის მოპოვებას მცენარეთა და ცხოველთა იშვიათ სახეობათა შესახებ. 1966 წელს უკვე მომზადდა პირველი გამოცემები ძუძუმწოვრებისა და ფრინველების იშვიათი სახეობების შესახებ.

სრულად…

კანონპროექტი ნადირობის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი აწესრიგებს ნადირობის როგორც გარეულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად სარგებლობისა და ნადირობის მართვასთან დაკავშირებულ სხვა სამართლებრივ ურთიერთობებს.

1. გარეულ ცხოველთა და მათი საბინადრო გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ბიომრავალფეროვნების დაცვის, დაცული ტერიტორიებისა და ტყის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სრულად…

მტაცებლების მოკვლაზე შესაძლოა ჯარიმები გაუქმდეს.

მტაცებელი ცხოველების მოკვლაზე ჯარიმა შესაძლოა გაუქმდეს – ამ ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს მოქალაქემ მიმართა. ნადირობის შესახებ კანონპროექტზე სპეციალისტები მუშაობენ.

სრულად…