გარეული იხვი

გარეული იხვი ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული ვიდია მსოფლიოში, ეს ფრინველი გვხვდება თითქმის ყველა კონტინეტზე ანტარქტიდის გარდა. დამახასიათებელია ამრინველების შეფერილობა დედალი და მამალი ერთმანეთისაგან ძალიან დანსხვავდებიან, მამალი უფრო მკვეთრი და გომოკვეთილი ფერებით გამოირჩევა ხოლო დედელი უფრო ბუნებრივ ფერებთანაა შეხამებული. გარეული იხვის წონა მერყეობს 800 დან 2000 გრამის ფარგლებში სეზონურად ეს წონები იცვლება,

სრულად…

სავათი

დიდი ზომის ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, ნაწილობრივ მოზამთრეობისას. ბინადრობს ველ-მინდვრებზე, ზეგნებზე, ყამირ მიწებზე. ბუდობს წყვილებად ან მცირერიცხოვან გუნდებად. მაისში დებს 1-6 (ჩვეულებრივ 2) კვერცხს. ინკუბაცია 1 თვემდე გრძელდება. იკვებება მცენარეთა თესლით, ტუბერებით და სხვა, უფრო იშვიათად – მწერებით, მღრღნელებით. ყამირი მიწების ათვისებისა და ბრაკონიერული ნადირობის გამო მეტად იშვიათი გახდა. შეტანილია „წითელ წიგნში“.

სრულად…

კოლხური ხოხობი

ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. აქვთ კარგად განვითარებული ფეხები, მოკლე მომრგვალებული ფრთები, გრძელი ბოლო (განსაკუთრებით მამალს). მამალს გალოზე დეზები აქვს და მეტად ლამაზი, მკვეთრი შეფერილობით გამოირჩევა. აღწერილია კოლხური ხოხობის მრავალი ქვესახეობა, რომელთაგან ყოფილ სსრკ-ის ფარგლებში გვხვდება 13. კოლხური ხოხობი გავრცელებულია უთოვლო ამ მცირე თოვლიან და რბილ კლიმატიან ზოლში პალეარქტიკის სამხრეთ ნაწილში. აკლიმატიზებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში წინათ გავრცელებული ყოფილა კოლხეთის დაბლობზე, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ჭალებში.

სრულად…

მელოტა

ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. ჩიტი საშუალო ზომის ბატის ზომისაა, მისი სიგრძე შეადგენს 36-38 სმ, სიგრძე გაშლილი ფრთებით 19,5-23,5 სმ, წონა 500-1000 გ. ზოგიერთი ეგზემპლარი აღწევს 1500 გ. სხეულის აღნაგობა შეწეულია გვერდებიდან. თავის, კისრის, ტანის ზედა ნაწილის ბუმბული მუქი ნაცრისფერია ან შავი, რუხი შეფერილობით ზურგზე. მკერდი და მუცელი ცოტა უფრო ნათელი ფერისაა – ნაცრისფერი. როგორც მონათესავე მეჩალიას მას აქვს კანიანი ბალთა შუბლზე (რის გამოც მან მიიღო თავის დასახელება). ნისკარტი თეთრი ფერისაა, პატარა წვრილი გვერდებიდან შებოჭილი. თვალის ცისარტყელისებრი გარსი მკვეთრად წითელია. კუდი მოკლე, შესდგება რბილ ბუმბულებისაგან. ფეხები მოყვითალო ან ნარინჯისფერი გრძელი ნაცრისფერი თითებით. თითებზე არ აქვს საცურაო გარსი, თუმცა გვერდებზე განლაგებულია ფესტონური ლაპოტები, რომელთა დახმარებით ჩიტები მყარად გრძნობენ თავს წყალში. სქესობრივი დემორფიზმი გამოხატულია სუსტად მამრები გამოიყურებიან უფრო მსვილად და მუქად უფრო დიდი ბალთით შუბლზე. ახალგაზრდა ჩიტები შედარებით წაბლისფერნი არიან ნაცრისფერი მუცლით და ყელით.

სრულად…

ღალღა

ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. ტანად პატარა ფრინველია. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში ბუდობს. ზამთარს ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში ატარება. ბინადრობს ნოტიო მდელოებსა და ტყის ველებზე, მდინარეთა ხეობებში, რომლებსაც მთებამდე აჰყვება ხოლმე. ბუდეს იკეთებს მიწაზე, დებს 7-12 კვერცხს. ინკუბაცია 16-17 დღე-ღამე გრძელდება. წიწილოვანი ფრინველია. იკვებება მარცვლოვანი მცენარეების თესლითა და წვრილი უხერხემლოებით. ღალღა სწრაფად დარბის და უხალისოდ ფრენს. სპორტული ნადირობის ობიექტია. პატარა ფრინველია, ბუდობს ევროპასა და აზიაში, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზეც. ბინადრობს ნესტიან მაღალბალახიან

სრულად…

კაკაბი

კაკაბი (Alectoris graeca), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მამალი ტანად დედალზე დიდია, ფეხებზე აქვს დეზები. სიგრძე 35 სმ-მდე, განი 50-55 სმ. წონა 350-700 გრამს აღწევს. ტანის ზედა ნაწილი და მკერდი მოცისფრო-ნაცრისფერია, ყელი თეთრი შავი ზოლით. ტანის გვერდებზე აქვს ნაცრისფერი, შავი, კრემისფერი, მოწითალო-მოყავისფრო ზიგრძივი ზოლები, ფეხები წითელი. გავრცელებულია ბალკანეთის მთებიდან ჩრდილოეთ ჩინეთამდე. საქართველოში ბინადრობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარის და თრიალეთის ქედებზე, ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე – მთისწინებიდან თითქმის თოვლის ხაზამდე.

სრულად…

კავკასიური როჭო

ფრინველი როჭოსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია მთავარი კავკასიონის ქედსა და მცირე კავკასიონის ალპურ ველებზე ზღვის დონიდან 1500-3000 მ-მდე. ზამთარში ტყეს აფარებს თავს. მამალი კავკასიური როჭო შავია, კიდურა საჭის ბუმბული ქვემოთ აქვს მოხრილი. დედალი ჭრელია. ბუდეს მიწაზე იკეთებს. დებს 2-10 კვერცხს. იკვებება თესლით, კენკრით, ხილით, ნორჩი ყლორტებითა და ფოთლებით, ჭიებით, ლოკოკინებით. კავკასიური როჭო ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია და მას ყველგან იცავენ. შეტანილია საქართველოს “წითელ წიგნში”. როჭო გავრცელებულია მხოლოდ კავკასიაში და რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში, თურქეთში, მობინადრე

სრულად…

დურაჯი

ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. იწონის 400-500 გრამს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში, არაბეთის ნახევარ კუნძულზე, კუნძულ კვიპროსზე, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში. XIX საუკუნემდე დურაჯი ფართოდ იყო გავრცელებული მდინარე ივრისა და ალაზნის ხეობებში. ამჟამად რეაკლიმატიზაციის შედეგად დურაჯი მცირე რაოდენობით გვხვდება საგარეჯოს რაიონში, ივრის ნაპირებზე. ბინადრობს არხების, ტბების, მდინარის პირას ხშირ ლელქაშში, ლერწმიანსა და მაყვლიანში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მონომაგია, ქმნის მტკიცე წყვილებს. დებს 10-15 კვერცხს. კრუხობს დედალი 20 დღემდე. მართვეებზე ზრუნავს ორივე მშობელი. დაფრინავს მოკლე

სრულად…

გნოლი

ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. გნოლის ეს სახეობა ფართოდაა გავრცელებული. ძნელად გასარჩევია სხვა სახეობებისაგან – წვერიანი გნოლისაგან. მისი სხეულის საშუალო სიგრძეა 35 სმ. მამლის წონა 500 გრამს აღწევს, დედლისა – 350 გრამს. გნოლი რუხი შეფერილობისაა და შავი და ყავისფერი განივი ზოლები გასდევს. მკერდზე მორუხო, ნალისმაგვარი შავი ლაქა აქვს, თეთრ მუცელზე კი წაბლისფერი ლაქები. გავრცელებულია ევროპაში, ამიერკავკასიაში, წინა და შუა აზიაში. საქართველოში ბინადრობს, ზამთარში მომთაბარეობს. ცხოვრობს ბუჩქნარით შემოფარგლულ ველ-მინდვრებში, ყანებში და ზეგნებზე, ზღვის დონიდან 2600 მ-მდე. მონოგამური ფრინველია. იკვებება

სრულად…

ქედანი

ქედანი მტრედისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია და ამათანავე ნადირობის გამორჩეულად კარგი ობიექტი. ადვილი შესამჩნევი, განმასხვავებელი ნიშნებით მისი ყველა დანარჩენი სახეობის წარმომადგენელისაგან, როგორც ფრენისას ასევე დამჯდარ მდგომარეობაში. ფრენისას ამის საშუალება იძლევა ორივე ფრთაზე, შიდა მხარეს ფრთის წვერიდან ბოლომდე არსებული თეთრი ბუმბულის საფარი, ხოლო ჯდომისას მისთვის დამახასიათებელი თეთრი საყელოთი კისერზე. ბუდობს და მრავლდება ხშირფოთლოვან ტყეში, სადაც მისი შემჩნევა არცთუ ისე ადვილი საქმეა. ბინადრობს ევროპის ზომიერ განედებზე და დასავლეთ ციმბირში, ასევე ჩრდილო-დასავლეთ

სრულად…