ტურა

მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი ძაღლისებრთა ოჯახისა. ზამთრობით ჩალისფრადაა შეფერილი, ზაფხულში ჭუჭყისფერ-ყვითელია და წითურ-მოშავო ელფერი დაკრავს, კუდი წითურ-მურაა, ბოლოში შავდება. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ აზიაში და კუნძულ შრი-ლანკაზე. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლემდე.

სრულად…

რუხი მგელი

ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც. საკვებად მიირთმევს, როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს, როგორიცაა ბიზონი, ცხენ-ირემი და გარეული ხარი

სრულად…

მაჩვი

მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა, ერთადერთი სახეობა მაჩვების გვარში.. მისი სხეულის სიგრძეა 90 სმ, მასა 30 კგ-ს აღწევს. გვხვდება ევროპასა და აზიაში. საქართველოში ზღვის დონიდან 2750 მ-მდე ადის. უმეტესად ბინადრობს ტყეებში, ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. სოროს ნიადაგში თხრის. იკვებება მცენარეული საკვებით და წვრილ-წვრილი ცხოველებით. მაკეობა წლამდე გრძელდება. შობს 2-6 ნაშიერს. მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვს. მაჩვის ცხიმს სამკურნალო თვისება აქვს, ბალნისაგან ფუნჯებს ამზადებენ, იყენებენ ტყავსაც. ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება ამიერკავკასიური მაჩვი (Meles meles minor) და ჩრდილოკავკასიური მაჩვი (Meles meles casicus).

სრულად…

რუხი კურდღელი

საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა – რუხი კურდღელი.

საქართველოში კურდღლის სიმრავლით პირველ ადგილზე კახეთი, მდინარეების ალაზნისა და ივრის მიმდებარე დაბლობები, შირაქის, ელდარის ნახევრადუდაბნოები იმყოფებიან. დასავლეთ საქართველოში კი ძირითადად ზემო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის მთიანეთი გამოირჩევა. თუმცა,  იგი მეტნაკლები რაოდენობით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გვხვდება. მიეკუთვნება მსხვილ კურდღლებს: სხეულის სიგრძე 57-68 სმ; მასა 4-6კგ, იშვიათად 7კგ. ყველაზე დიდი ინდივიდები გვხვდება არეალის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით. სხეულის აგებულება ნაზი. გარეგნულად რუხი კურდღელი კარგად გამოირჩევა თეთრისგან უფრო გრძელი ყურებით (9,4-14 სმ) გრძელი კუდით (7,2-14 სმ.) სიგრძიტყ)სავი ან შავ-მურა ფერით ზევიდან. თვალები მოწითალო-ყავისფერი. უკანა კიდურები უფრო გრძელი აქვს, ვიდრე თეთრ კურდღელს, მაგრამ თათები უფრო მოკლე და ვიწრი ( ტერფის სიგრძე 13,6-18,5 სმ), რამდენადაც რუხი კურდღელი ბინადრობს რეგიონებში, სადაც თოვლის საფარი შედარებით ნაკლებად ღრმა და მყარია.

სრულად…

მურა დათვი

მტაცებელი, ძუძუმწოვარი, დათვისებრთა ოჯახისა. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და საშიში მიწისზედა მტაცებელი. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480 კგ-მდე აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც იგი „გრიზლის“ სახელითაა ცნობილი. ბინადრობს უმთავრესად მთლიანი ტყის მასივებში, კავკასიისა და შუა აზიის მთებში, ყველგან შედარებით მცირერიცხოვანია. ზოგან განადგურდა. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. შემოდგომაზე ბუნაგში წვება და ზამთრის ძილს ეძლევა. სძინავს 75-195 დღე. ზამთრის ძილი ზერელეა, ცხოველი საშიშროების შემთხვევაში ტოვებს ბუნაგს, იწყებს ხეტიალს და იკავებს ახალს. სამხრეთში, სადაც

სრულად…

ევროპული შველი

ევროპული შველი (ლათ. Capreolus capreolus) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. შვლის ქვესახეობა. სხეულის სიგრძე 108-126 სმ აღწევს. სიმაღლე მინდაოში 66-81 სმ. დიდი ზომის ევროპული შვლის ხილვა შესაძლებელია შვედეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე დნეპრიდან აღმოსავლეთით და ჩრდილოეთ კავკასიის მთებში. თავი მოკლე აქვს, შედარებით ფართოვდება და მაღლდება თვალების არეში. დამახასიათებელია ოვალური ფორმის დიდი ყურები (სიგრძე 12-14 სმ), ამობურცული თვალები და ფაფარს მოკლებული გრძელი კისერი. აქვს გრძელი და ვიწრო ფეხები და რუდიმენტარული კუდი (2-3 სმ). გრძნობის ორგანოებიდან ყველაზე მეტად

სრულად…

გარეული ღორი

წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი ღორისებრთა ოჯახისა. სხეული უხეში ჯაგრით აქვს შემოსილი, ზამთრობით უვითარდება რბილი თივთიკი. ზრდასრული ცხოველი მურა ფერისაა; გარეული ღორი გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში. საქართველოში მრავალ ადგილას გვხვდება. ცხოვრობს ტყეებში, ჭალებში, წყალსატევების სანაპირო ლელიანებსა და ჩალიანებში. იკვებება ნაირგვარი მცენარეულობითა და მათი ნაყოფით, უხერხემლო ცხოველებით, ზოგჯერ ჭამს მღრღნელებსაც. ბინადრობს მცირერიცხოვანი კოლტების სახით. მაკეობა 120 დღემდე გრძელდება, შობს 3-4 (ზოგჯერ მეტ) გოჭს. გარეული ღორი სანადირო-სარეწაო ობიექტია.

სრულად…

ნიამორი

შინაური თხის სახეობის ქვესახეობა (Capra hircus) ღრურქიანების ოჯახიდან (Bovidae), რომელიც შინაური თხის წინაპარს წარმოადგენს. ვაცს ხმლისებურად უკან გადაზნექილი და გვერდებიდან შებრტყელებული რქები აქვ, ნეზვის რქები კი მოკლეა. შეფერილობაში ჭარბობს მოწითალო და ნაცრისფერი ტონები. გავრცელებულია საბერძნეთის არქიპელაგის ზოგიერთ კუნძულზე, მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში; საქართველოში (თუშეთში, ხევსურეთში), დაღესტანში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სამხრეთ თურქმენეთში. ბინადრობს ძნელად მისადგომ კლდოვან ფერდობებზე ზღვის დონიდან 4200 მ-მდე. ჯოგური პოლიგამიური ცხოველია. იკვებება ბალახეულობით,

სრულად…

კეთილშობილი ირემი

წყვილჩლიქოსან ცხოველთა გვარი ირმისებრთა ოჯახისა. თითო რქაზე შეიძლება 10-ზე მეტი ტოტიც ჰქონდეს. კისერზე მოკლე ფაფარი აქვს. ნუკრი ხალებიანია, მოზრდილი – ერთფერი. კუდის არეში აქვს სხვადასხვა სიდიდის „სარკე“. გავრცელებულია ევროპის, აზიის (უმთავრესად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილის), ჩრდილოეთ ამერიკის ტყეეებში. საქართველოში გვხვდება კეთილშობილი ირემი. სანადირო და სარეწაო ცხოველებია. ნახევრად მოშინაურებული ირმების ნორჩ რქებს – პანტებს იყენებენ პანტოკრინის დასამზადებლად. ნადირობა უმთავრესად აკრძალულია, აკლიმატიზებულია ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკაში და სხვა. კეთილშობილი ირემი აერთიანებს

სრულად…

არჩვი

ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიმაღლე მინდაოში 65-70 სმ, მენჯთან – 75-85 სმ. წონა 40 კგ-მე. რქები აქვთ ვაცებსაც და ნეზვებსაც. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილსა და კავკასიის მთებში, საქართველოში – კავკასიონზე, თრიალეთის, გურია-აჭარისა და ლიხის ქედებზე. ცნობილი ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური არძვი (Rupicapra rupicapra caucasica), იკვებება ბალახით, ზოგჯერ ბუჩქნარის ყლორტებითა და ნეკერით. მაკეობა 6 თვემდე გრძელდება. ჩვეულებრივ მაისში ერთ (იშვიათად ორ) თიკანს შობს. არჩვი ცხოვრობს ალპებში და გავრცელებულია საფრანგეთის სავოიიდან დალმაციამდე, ისევე 

სრულად…