საწყისი ფორუმები სანადირო ადგილები სხვადასხვა ნადირობის სეზონის გახსნა 2017-2018

ეს თემა შეიცავს: 5 გამოხმაურება და: 3 ხმა. ბოლოს განახლდა: მონადირე მონადირე 9 თვე, 3 კვირა უკან.

  • ავტორი
    შეტყობინებები
  • #1564
    gio77
    gio77
    მონაწილე

    მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხანია რაც არ შემოვსულვარ საიტზე მინდა მოვიკითხო ყველა და უსურვო კარგი სანადირო სეზონი. შაშანდელი სეზონის გახსნამდე თითქმის შემოვიარე მთელი საქართველო და ასე თუ ისე მქონდა წარმოდგენა სად უნდა გამეხსნა სანადირო სეზონი, ხოლო წელს იმის გამო რომ არ ვიმყოფები საქართველოში წარმოდგენა არა მაქვს რა ხდება, რა თქმა უნდა სეზონამდე ჯერ თითქმოს თვენახევარია დერჩენილი მაგრამ როგორც ამბობენ ზამთრისთვის მზადება ზაფხულში უნდა დაიწყოო და ამიტომ გავხსენი ეს თემა რათა დავაფიქსიროთ თუ რა ხდება ახალი სანადირო სეზონის გახსნამდე

    მინდა ავღნიშნო ისიც რომ მე საქართველოში ვიქნები სავარაუდოდ 17 აგვისტოს და სულმოუთქმელად ველოდები თქვეთან შეხვედრასაც და სანადირო სეზონის გახსნასაც.

  • #1565
    მონადირე
    მონადირე
    ადმინისტრატორი

    კეთილი იყოს შენი გამოჩენა 🖒

  • #1566
    zaza
    zaza
    მონაწილე

    რა გითხრა, მოკლედ წელს რა სეზონი იქნება წარმოდგენა არა მაქვს ერთი ვიცი უეჭველი, საითაც არ უნდა წახვიდე კრისებისა და ტურების ნახვის შანსი დიდი გექნება!  გინდა ოთხფეხი გინდა ორფეხა 😁😁😁

    • #1579
      მონადირე
      მონადირე
      ადმინისტრატორი

      ჯერჯერობით ადრეა ჩემი აზრით ამ თემაზე ლაპარაკი; იმიტომ რომ სიტუაცია ჯერ კიდევ შეიცვლება “თუ შაშანდელივით ხორბლის აღების შემდეგ ყანებს ცეცხლი წაუკიდეს იქ სადაც მწყერი იყო არაფერი აღარ დარჩება”

  • #1619
    zaza
    zaza
    მონაწილე

    აბა რას იტყვით ვინ საით გახსენით სეზონი, მოკლედ გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი შთაბეჭდილებები.

  • #1722
    მონადირე
    მონადირე
    ადმინისტრატორი

    უცბად გაირბინა ამ სანადირო სეზონმა, ბევრი არაფრით დამამახსოვრდება ეს წელიწადი და რასაც ვუყურებ რაც დრო გადის მით უარესდება სიტუაცია, ჩემი აზრით კი ალბათ იმიტომ რომ არ გაგვაჩნია სანადირო კულტურა და ვერც თავს მოვიწონებთ დახვეწილი კანონებით, ახლა ბევრი იმასაც იფიქრებს “რა დროს ნადირობაა როცა ამდენი პრობლემაა ქვეყანაში” და დაიწყება ვიღაცის ძებნა რომ ის ვიღაცა დავადანაშაულოთ იმ ყველა უბედურებაში რაც ამ ქვეყანაში ხდება. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში სადაც ყველამ ყველაფერი იცის და თან ყველა მართალია და სამწუხაროდ ეს შეეხება როგორც პოლიტიკას ისე ნადირობას და ნებისმიერ სხვა სფეროს ჯანდაცვას იქნება ეს თუ გარემოს დაცვა.

    მე გისურვებთ სუყველას წარმატებებს და ცოტა აზრზე მოვსულიყავით გვახსოვდეს რომ ჩვენ გასაკეთებელს სხვა ჩვენზე კარგად ვერ გააკეთებს!!!

უნდა იყოთ სისტემაში შესული ამ თემაზე პასუხის გასაცემად.