მონიშნულია: 

ეს თემა შეიცავს: 0 გამოხმაურება და: 1 ხმა. ბოლოს განახლდა: gio77 gio77 1 წელი, 12 თვე უკან.

  • ავტორი
    შეტყობინებები
  • #947
    gio77
    gio77
    მონაწილე

    ამ თემის გახსნა გადამაწყვეტინა იმ გარემოებამ და წესებმა ნადირობის შესახებ რომელიცაა ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელი კანონმდებლობით ნადირობა დაშვებულია მხოლოდ გადამფრენ ფრინველებზე დანარჩენი ყველაფერი აკრძალულია, სავარაუდოდ იმ მიზეზით რომ ხელი შეუწყონ გადაშენების პირას ან საგრძნომლად შემცირებული პოპულაციის გამრავლებას. რათქმა უნდა ეს ყველაფერი კარგია ვეთანხმები იმასაც რომ წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების თუ ფრინველების მონადირება დაუშვებელია, მაგრამ რეალურად ნადირობს ყველა და ყველაფერზე ამის გაკონტროლება კი 100% ფიზიკურად შეუძლებელია. მე მაქვს კითხვა იმათთან ვისაც პირადად ეხება ეს პრობლემა, რატომაა აკრძალული მტაცებლებძე ნადირობა როგორიცაა მაგალითად ტურა რუმელიც არც ენდემური ჯიშია და არც გადაშენების პირასაა, ის მტაცებელი იმდენადაა გამრავლებული რომ რუსთავი თბილისის გზაზე მინახავს ხშირად. მტაცებლის გამრავლება მიუთითებს იმას რომ საკვების მოპოვება არ უჭირს, ტურის ძირითადი რაციონი მღრღნელებია მაგრამ არ იტყვის უარს არც იმ ენდემური ჯიშის ფრინველზე როგორიცაა მაგალითად ხოხობი და საერთოდ მიწაზე მობუდარი დანარჩენი სახეობის სხვა ფრინველი. ჩემი აზრით კარგი იქნებოდა თუ სანადირო სეზონის გარკვეულ პერიოდში გაიცემოდა ლიცენზია ამ მტაცებლის ბუნებიდან ამოღების შესახებ, ხოლო შემოსული თანხა მოხმარდებოდა იმ შემცირებული ჯიშების ხელოვნურ გარავლებას და შემდგომში ბუნებაში გაშვებას.

უნდა იყოთ სისტემაში შესული ამ თემაზე პასუხის გასაცემად.