კაკაბი

კაკაბი (Alectoris graeca), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მამალი ტანად დედალზე დიდია, ფეხებზე აქვს დეზები. სიგრძე 35 სმ-მდე, განი 50-55 სმ. წონა 350-700 გრამს აღწევს. ტანის ზედა ნაწილი და მკერდი მოცისფრო-ნაცრისფერია, ყელი თეთრი შავი ზოლით. ტანის გვერდებზე აქვს ნაცრისფერი, შავი, კრემისფერი, მოწითალო-მოყავისფრო ზიგრძივი ზოლები, ფეხები წითელი. გავრცელებულია ბალკანეთის მთებიდან ჩრდილოეთ ჩინეთამდე. საქართველოში ბინადრობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარის და თრიალეთის ქედებზე, ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე – მთისწინებიდან თითქმის თოვლის ხაზამდე.

სრულად…