მელოტა

ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. ჩიტი საშუალო ზომის ბატის ზომისაა, მისი სიგრძე შეადგენს 36-38 სმ, სიგრძე გაშლილი ფრთებით 19,5-23,5 სმ, წონა 500-1000 გ. ზოგიერთი ეგზემპლარი აღწევს 1500 გ. სხეულის აღნაგობა შეწეულია გვერდებიდან. თავის, კისრის, ტანის ზედა ნაწილის ბუმბული მუქი ნაცრისფერია ან შავი, რუხი შეფერილობით ზურგზე. მკერდი და მუცელი ცოტა უფრო ნათელი ფერისაა – ნაცრისფერი. როგორც მონათესავე მეჩალიას მას აქვს კანიანი ბალთა შუბლზე (რის გამოც მან მიიღო თავის დასახელება). ნისკარტი თეთრი ფერისაა, პატარა წვრილი გვერდებიდან შებოჭილი. თვალის ცისარტყელისებრი გარსი მკვეთრად წითელია. კუდი მოკლე, შესდგება რბილ ბუმბულებისაგან. ფეხები მოყვითალო ან ნარინჯისფერი გრძელი ნაცრისფერი თითებით. თითებზე არ აქვს საცურაო გარსი, თუმცა გვერდებზე განლაგებულია ფესტონური ლაპოტები, რომელთა დახმარებით ჩიტები მყარად გრძნობენ თავს წყალში. სქესობრივი დემორფიზმი გამოხატულია სუსტად მამრები გამოიყურებიან უფრო მსვილად და მუქად უფრო დიდი ბალთით შუბლზე. ახალგაზრდა ჩიტები შედარებით წაბლისფერნი არიან ნაცრისფერი მუცლით და ყელით.

სრულად…