რუხი კურდღელი

საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა – რუხი კურდღელი.

საქართველოში კურდღლის სიმრავლით პირველ ადგილზე კახეთი, მდინარეების ალაზნისა და ივრის მიმდებარე დაბლობები, შირაქის, ელდარის ნახევრადუდაბნოები იმყოფებიან. დასავლეთ საქართველოში კი ძირითადად ზემო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის მთიანეთი გამოირჩევა. თუმცა,  იგი მეტნაკლები რაოდენობით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გვხვდება. მიეკუთვნება მსხვილ კურდღლებს: სხეულის სიგრძე 57-68 სმ; მასა 4-6კგ, იშვიათად 7კგ. ყველაზე დიდი ინდივიდები გვხვდება არეალის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით. სხეულის აგებულება ნაზი. გარეგნულად რუხი კურდღელი კარგად გამოირჩევა თეთრისგან უფრო გრძელი ყურებით (9,4-14 სმ) გრძელი კუდით (7,2-14 სმ.) სიგრძიტყ)სავი ან შავ-მურა ფერით ზევიდან. თვალები მოწითალო-ყავისფერი. უკანა კიდურები უფრო გრძელი აქვს, ვიდრე თეთრ კურდღელს, მაგრამ თათები უფრო მოკლე და ვიწრი ( ტერფის სიგრძე 13,6-18,5 სმ), რამდენადაც რუხი კურდღელი ბინადრობს რეგიონებში, სადაც თოვლის საფარი შედარებით ნაკლებად ღრმა და მყარია.

სრულად…